გუდაურისკენ მიმავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის შეფერხებული.
ამის ამსახველ კადრებს ადგილზე მყოფი მოქალაქეები ავრცელებენ და ამბობენ, რომ საცობი დილის 6 საათიდანაა და გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, საცობი ავარიას არ უკავშირდება. მათი თქმით, შეფერხება ერთ-ერთი ტრაილერის არასწორმა მანევრირებამ გამოიწვია. კერძოდ, მძღოლმა შესახვევში შესვლა ვერ მოახერხა და გზაზე გაჩერდა.
წყარო: მთავარი არხი