"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. ცოტა ხნის წინ გამართულ ყრილობაზე დელეგატებმა კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადა.
"მინდა სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართლი ოცნების" ყრილობა სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" მიმდინარეობს. პარტიულ ყრილობას "ქართული ოცნების“"დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.