რუსთავში, რამდენიმე მაღაზიიდან პროდუქტი მოიპარეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე არსებული სურსათის მაღაზიებიდან რამდენიმე სახეობის ძვირადღირებული პროდუქტი 40 წლამდე კაცმა მოიპარა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.