კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა

2024-01-30 13:51:04

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი", რუსეთის რესპუბლიკიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტი არ შემოუშვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზით, 20.91 ტონა კარტოფილში საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობა დადასტურდა.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.