რუსთაველი მოჭიდავე ლუკა ონიანი საფრანგეთის ჩემპიონია

2024-01-29 11:28:15

რუსთაველი მოჭიდავე ლუკა ონიანი საფრანგეთის ჩემპიონია.

სპორტსმენმა პარიზში გამართული ბერძნულ-რომაული ჭიდაობის საფრანგეთის u17 ასაკის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

65 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ონიანმა ფინალურ შეხვედრაში მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები