რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.