25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.
დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.77 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6769 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9168 ლარი გახდა.
0.58 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4104 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 8.84 თეთრი შეადგინა.