ქუჩის დალაგებისას ქალს მანქანა შეეჯახა და დაიღუპა

2024-01-25 18:17:50

ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეეზოვე გარდაიცვალა.

შუახნის ქალს მსუბუქი ავტომობილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაეჯახა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.