ივანიშვილის ქონება რეკორდულად გაიზარდა - Bloomberg

2024-01-25 11:42:11

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ რეკორდულ 6,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიმდინარე წლის დასაწყისიდან 27 დეკემბრამდე, ივანიშვილის ქონება 950 მილიონით გაიზარდა, რაც დაახლოებით 17%-ს შეადგენს, შესაბამისად, ამჟამად ქართველი მილიარდერი 396-ე ადგილზე განთავსდა.

ცნობისათვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ბიძინა ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს.

Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში 90-იან წლებში სხვადასხვა ბიზნესით გამოიმუშავა, მათ შორის: რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების კოლექციის აშენებით. მან თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. თანამდებობა მან 2013 წელს დატოვა.

ცნობისათვის, Forbes-ის რეიტინგში, 21 დეკემბრის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.