ორგანიზაცია ამბრელა გრძელვადიან მოხალისეობრივ ვაკანსიას ხორვატიის დედაქალაქთან ახლოს აცხადებს. პროექტი 2024 წლის 12 თებერვალს იწყება და ამავე წლის 12 ოქტომბერს სრულდება.
მოხალისეობრივი საქმიანობა ეხება სკოლის მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართულობას, ბუნებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-ჩატარებასა და სხვა ადმინისტრაციულ საქმიანობებს.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე და ფლობდეს ინგლისურ ენას.
პროექტის საშუალებით, მოხალისე შეძლებს იმოგზაუროს ხორვატიაში, გაიუმჯობესოს კომპეტენციები ახალგაზრდულ საქმიანობაში, გამოიმუშაოს პიროვნული უნარ-ჩვევები, მიიღოს YouthPass სერთიფიკატი და საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილი ამბრელასგან.
ორგანიზაცია აფინანსებს მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულისა და დაზღვევის ხარჯებს
დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გასაკეთებლად, გააგზავნეთ Europass CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, მეილზე: megiumbrella@gmail.com
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ facebook გვერდს.