კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი გამოასახლეს

2024-01-23 14:55:42

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი ხმაურისა და პროტესტის ფონზე გამოასახლეს.

პოლიცია საცხოვრებელ ბინაში წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად შევიდა.

მოსახლეობა მათ წინააღმდეგობას უწევდა და კეკელიძის N1-ში მცხოვრებლების გამოსახლების საშუალებას არ აძლევდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილ ავტომობილს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა შუშები ჩაუმსხვრია.

ადგილზე მისულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა რამდენიმე პირიც დააკავეს.