კეკელიძის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

2024-01-23 13:16:21

თბილისში, კეკელიძის N1-ში ოჯახის გამოსახლებაა მიმდინარეობს.

გამოსახლების პარალელურად სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.

ადგილზე მოქალაქეებსა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

აქციაზე 3 პირი, მათ შორის ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ღვინჯილია და ანა დოლიძის პარტიის წევრი, დააკავეს.

ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ სვამენ პოლიციის მანქანაში ირაკლი კაკაბაძეს და გაჰყავთ ტერიტორიიდან.