ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” და "პლაზა" ევაკუაცია მიმდინარეობს.
ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი აცხადებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.
ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება.
მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ფოტო: მთავარი არხი