რუსთაველი ვეტერანი კალათბურთელი რამაზ გოგობერიშვილი გარდაიცვალა

2024-01-21 18:24:33

51 წლის ასაკში ყოფილი რუსთაველი კალთბურთელი რამაზ გოგობერიშვილი გარდაიცვალა.

რამაზ გოგობერიშვილი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი, რუსთავული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი.

რამაზ გოგობერიშვილის მნიშვნელოვანი კარიერული ეპიზოდები:

– 16 წლისა ჩაირიცხა თბილისის “დინამოს” დუბლებში, ხოლო 17 წლისამ “დინამოს” ძირითად გუნდში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

– დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში სამ კლუბში უთამაშია: რუსთავის “აზოტში” (მოგვიანებით “ენერჯი–ინვესტი”), ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდ „სტუ-ჯეოსელსა“ და თბილისის “დინამოში”.

– 90–იანი წლების შუაწელში თამაშობდა საბერძნეთის “პაოკსა” და “მენტში”, ასევე გამოდიოდა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ “ავეიროში”

სანაკრებო კარიერა: 1998–2002 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. უთამაშია საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებში

მიღწევები: საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ორგზის თასისა და ორგზის სუპერთასის მფლობელი. დუდუ დადიანისა და ქორქია–საკანდელიძის მემორიალის სამგზის გამარჯვებული

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები