21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.