ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2024-01-14 19:18:49

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.