ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" მოხალისეობრივ ვაკანსიას ლიეტუვაში, ქალაქ შიაულიაიში აცხადებს. პროექტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრში მუშაობას მოიცავს.
პროექტი 2024 წლის 1 თებერვალს იწყება და ამავე წლის 30 ნოემბერს სრულდება.
ევროკომისიის მიერ სრულად დაფინანსებულია მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის თანხის ხარჯები.
განაცხადის გასაკეთებლად გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მეილზე: georgianyouth@gmail.com
მასპინძელი ორგანიზაციისა და პროექტის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ facebook გვერდს.