ბორჯომში, რველი-ზანავის საავტომობილო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს "კიას" მარკის მსუბუქი ავტომობილი და "ფორდის" მარკის სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი მოქალაქე.
დაშავებულები "ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, დაშავებულ მამაკაცებს, სავარაუდოდ, მცირედი დაჟეჟილობა აღენიშნებათ, ქალის მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რველი-კორტანეთის საავტომობილო მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს საცობია და შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება.
წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"