გორის მუნიციპალიტეტში ძაღლის მოკვლა სცადეს.
არსებული ინფორმაციით, ცხოველს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლეს. შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა.
დაჭრილი ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.