ბერლინში ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2024-01-13 13:13:04

ბერლინში ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

გერმანული მედიის ცნობით, 35 და 40 წლის კაცებს აყვანისას თან ჰქონდათ კარის სატეხი მოწყობილობები და მოპარული ნივთები.

დაზარალებულმა ბინის მეპატრონემ ქუჩაში დააფიქსირა კაცი, რომელიც მისი სახლიდან მოპარული ელექტრო სკუტერით გადაადგილდებოდა. მან ეს პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც პოლიციელები მის კვალს გაჰყვნენ და იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქეები მოპარულ ნივთებს ინახავდნენ.