ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

2024-01-12 15:35:07

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი სამხეთის კარიბჭე ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.