ტყეში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

2024-01-12 12:54:36

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გორში ნაპოვნი გარდაცვლილი სამხედრო დათხოვნაში იმყოფებოდა.

აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

"თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი გუშინ, 11 იანვარს იპოვეს.