უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენა ვერ შესრულდა. ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს და წერს, რომ რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა სტამბოლის, მიუნჰენის, რიგის, დუბაისა და ბაქოს მიმართულებით.
გარდა ამისა, გაუქმდა სტამბოლიდან თბილისისკენ მომავალი რეისებიც და "გოგჩენის" აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებიც.
გაუქმებულ ფრენებს შორისაა თბილისიდან სტამბოლის "საბიჰა გოგჩენის" აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე ავიარეისი.