პოლონეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
39 წლის ქართველი კაცის დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული. მას ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვო გამოყენებაში ედება.
მათივე ცნობით, წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე პოლონეთში 9 იანვარს თბილისიდან ჩაფრინდა. იგი სწორედ ამ დროს, სასაზღვრო შემოწმებისას დააკავეს.
დაკავებული ვროცლავის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლონეთის სასაზღვრო სამსახური არ აკონკრეტებს მოხდა თუ არა მისი ექსტრადირება.