ყველაზე პოპულარული სახელები და გვარები საქართველოში

2024-01-11 18:27:28

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ პოზიციებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ცნობილი გვარების სამეულშია: ბერიძე, კაპანაძე და გელაშვილი; კაცებში სახელები, გიორგი, დავითი და ალექსანდრე, ხოლო ქალებში - ნინო, მარიამი და ანა.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ გვარებსა და სახელებს საქართველოში.

ტოპ-10 გვარი:

ბერიძე - 29 963
კაპანაძე - 19 272
გელაშვილი - 18 328
მაისურაძე - 16 037
მამედოვი - 15 192
გიორგაძე - 14 210
მამედოვა - 13 426
ბოლქვაძე - 13 130
ლომიძე - 13 112
წიკლაური - 12 931

ტოპ-10 სახელი ქალის:

ნინო - 115 728
მარიამ - 71 157
ანა - 49 607
თამარ - 48 565
მარიამი - 47 745
მაია - 47 025
ნანა - 42 285
ელენე - 39 014
ნათია - 38 363
მანანა - 33 008

ტოპ-10 სახელი კაცის:

გიორგი - 193 466
დავით - 68 189
ალექსანდრე - 45 943
ლუკა - 44 364
ნიკოლოზ - 39 519
ირაკლი -36 110
ზურაბ - 29 584
საბა - 29 180
ლევან - 27 650
დავითი - 25 996