კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვლა

2024-01-11 11:36:04

ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა.

სავარაუდოდ, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ვირუსული ინფექციის გართულება გახდა.

როგორც კლინიკაში ამბობენ, არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

"შემოყვანიდან 1 საათში დაფიქსირდა გარდაცვალება. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. უგონოდ შემოიყვანეს. რეანიმაციული ღონისძიებები სასწრაფოდ დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამ პროცესში ბავშვს გული გაუჩერდა", - აცხადებენ საავადმყოფოში.