"თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ"

2024-01-10 14:24:49

"ლაბორატორიულმა კვლევებმა ორი დასახელების ბუშტის უვნებლობა უარყო",- კომპანია „სამი ძმა„ ამასთან დაკავშირებით განცხადებას თავადვე ავრცელებს და მომხმარებლებს მიმართავს, თუ შეიძინეს აღნიშნული ბუშტები, უკან დაუბრუნონ.

"კომპანია „სამი ძმა„ ვალდებულებას იღებს გაცნობოთ,რომ ჩვენი პროდუქციიდან ორი დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ ორი პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე,  უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა: თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები,(იხილეთ ფოტო) გთხოვთ, დაგვიბრუნოთ  „სამი ძმის“ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში.
პროდუქციის უკან დაბრუნების ზუსტი ვადა მოიცავს 10.01.2024-დან  09.03.2024-მდე პერიოდს.

უფრო დეტალურად კი: საუბარია ბუშტზე,სერია/მარკა AUF-20,  ბუშტი XIONG  FENG

პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხეები, კერძოდ,ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ). ბუშტები (სერია/მარკა AUF-20,მწარმოებელი:შპს სამი ძმა)ნიტროზამინის (NDMA,GAS NO 62-75-9)მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,08მგ/კგ, რაც 1,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას(<0,05მგ/კგ),ბუშტებში (მწარმოებელი XIONG FENG)ნიტროზამინის(NDELA,CAS NO 1116-54-7)მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0,18მგ/კგ, რაც 3,6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას(<0,05 მგ/კგ).
ნიტროზამინები წარმოადგენს კანცეროგენულ,მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას,მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის  ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება,როგორიცაა სიმსივნე,მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა
",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.