ორგანიზაცია "Georgian Youth for Europe" მოხალისეობრივ ვაკანსიას ჟურნალისტიკის მიმართულებით ლიეტუვაში, ქალაქ შიაულიაიში აცხადებს.
პროექტი 2024 წლის 1 თებერვალს იწყება და ამავე წლის 30 ნოემბერს სრულდება.
პროექტზე სრულად დაფინანსებულია მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის თანხის ხარჯები.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს.
პროექტზე განაცხადის გასაკეთებლად გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მეილზე: georgianyouth@gmail.com
მასპინძელი ორგანიზაციისა და პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ facebook გვერდს.