პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა.
ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადოას მოიაზრებს.
ცნობისთვის, ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი დაიღუპა.