საქართველოს ფოსტამ ტარიფები გაზარდა

2024-01-08 19:28:19

საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანის ტარიფი 19 ლარი გახდა, რაც აქამდე არსებულზე (8.5 ლარი) 124%-ით მეტია.

2 ლარით გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვის ცენტრიდან გატანის საფასურიც და 14 ლარი გახდა.

საქართველოს ფოსტამ გააუქმა მცირე პაკეტები ე.წ მარტივი გზავნილი. მინიმალური თანხა, რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს 14 ლარია.

გაიზარდა საერთაშორისო ტარიფებიც. აშშ-ს მიმართულებით 1 კილოგრამი ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარს შეადგენს. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით ახალი ტარიფი კი 152 ლარია.

ცვლილებები 3 იანვრიდან შევიდა ძალაში.