უცხოეთში ტანსაცმლის ქურდობისთვის 39 წლის ქართველი დააკავეს

2024-01-06 18:43:10

იტალიაში, მოდენას პროვინციაში, ავტოფარეხიდან ტანსაცმლის ქურდობის ბრალდებით 39 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იტალიური მედიის ცნობით, ის 3 იანვარს, გვიან ღამით, ავტოფარეხის მფლობელმა იპოვა, თავად დააკავა და პოლიციას გადასცა.

დაკავებული ციხეში გადაიყვანეს. მას მოდენას პროვინციაში ცხოვრების უფლება აეკრძალა.