ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა

2024-01-06 14:27:12

ქუთაისში, ბუნებრივი აირით  ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე, დევნილების საცხოვრებელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ დახმარება თავად ითხოვეს, შემდეგ კი სასწრაფო მეზობლებმა გამოიძახეს.

ხუთივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ გაზის წარმომადგენლები და მათ ოჯახს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერეს.

 

წყარო: ინფო იმერეთი