სინოპტიკოსების პროგნოზით: 7 იანვარს, ღამის საათებში საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი.
8 იანვარს ყინვები შერბილდება და დათბება, 9 იანვრიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება.
„7 იანვარს ღამის საათებში, საქართველოს დაბლობ რაიონებში ტემპერატურა 0, -1 გრადუსამდე დაიკლებს, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში -5, -7 გრადუსი ყინვა იქნება, მაღალ მთაში კი -13, -14.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც, შესაძლებელია, რომ ღამით ყინვები უფრო გაძლიერდეს და -5, 0 გრადუსი იყოს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ტემპერატურა -7, -13 გრადუსამდე დაიკლებს.
8 იანვრის ღამით ყინვები შერბილდება. 7 და 8 იანვარს, დღის საათებში დათბება და დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +13, +14 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში კი +8+10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
8 იანვარს დათბება აღმოსავლეთ საქართველოშიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +11, +13 გრადუსი იქნება.
9 იანვრიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება“