რუსთავში, აფხაზეთის ქუჩასა და მიმდებარედ არსებულ რამდენიმე მისამართზე, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.
როგორც კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" "ინფო რუსთავს" განუცხადეს, აფხაზეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ტექნიკამ გაზსადენის მილი დააზიანა, რამაც შეფერხება გამოიწვია.
ადგილზე უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. კომპანიაში ამბობენ, რომ მაქსიმუმ 2 საათში აბონენტებს ბუნებირვი აირის მიწოდება აღუდგებათ.