სატვირთო ავტომანქანა მდინარეში ჩავარდა

2024-01-04 18:26:43

ახალქალაქი-ახალციხის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ახალქალაქის შესასვლელთან, თურქული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო ავტომანქანა ამობრუნდა და მდინარეში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, იგი კაბინაში გაიჭედა და გამოსვლა ვერ შეძლო.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოცდილება.