გაზი ძვირდება

2024-01-04 14:40:19

2024 წლის იანვრიდან ბუნებრივი აირი ძვირდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ კომერციულ მომხმარებლებს. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის კი ფასი არ იცვლება და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი იცვლება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. კერძოდ, "თბილისი ენერჯის" ცნობით, 1-ლი იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ცვლილება 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს შეეხება.

ასევე 1.29 ლარი იქნება შპს "თელავგაზის", შპს "სოკარ ჯორჯია გაზისა" და სს "საქორგგაზის" საცალო არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ფასი.

ამასთან, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და სს "საქორგგაზის" ცნობით, გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ვრცელდებოდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა.