გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ავტომობილის მძღოლები, რამდენიმე ქვეითი და მათ შორის, ბავშვები.
როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.