კალათბურთის ცნობილი არბიტრი გარდაიცვალა

2024-01-01 16:19:33

50 წლის ასაკში, მოულოდნელად ქართველი დამსახურებული არბიტრი დავით ბერეკაშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"განსაკუთრებით გვიმძიმს ახალი წლის მტკივნეული ამბით დაწყება: 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა საერთაშორისო კლასის დამსახურებული ქართველი არბიტრი, დავით ბერეკაშვილი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა ქართულ კალათბურთს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავითის გარდაცვალების გამო! წლების განმავლობაში გაწეული მისი ამაგი ნამდვილად შეუფასებელია და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იქნება ქართული კალათბურთისთვის!