საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მანავში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მოკლულია 31 წლის კაცი.
ადგილობრივების თქმით, პირმა მისივე საცხოვრებელ სახლში სტუმრად მისულ თანასოფლელს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
ახალგაზრდა მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულკ ცხელ კვალზე დააკავეს.