ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" ყრილობამ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩია. შესაბამისად, მმართველი პარტიის დამფუძნებელი პოლიტიკაში დაბრუნდა. ყრილობის საჯარო ნაწილი რამდენიმე წუთში დაიწყება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.