ბათუმში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კუთხეში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.