ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო შაქშაქეთში ქმარმა ცოლი დაჭრა.
კაცმა 23 წლის გოგოს ბლაგვი საგნით სამი ჭრილობა მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული და მის სიცოცხლეს ამ დროითვის საფრთხე არ ექმურება.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული 26 წლის კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.