ძლიერი ქარი

2023-12-28 11:33:06

28 დეკემბერს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალინი  შტორმი.  საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის  და ზვავსაშიშროების გამო  შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.