ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.