ახალი წლის მოახლოება ყოველთვის ასოცირდება პიროტექნიკის გაყიდვებისა და მისი მოხმარების მატებასთან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველომ 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების, ფეიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი იყიდა.
სამწუხაროდ, საახალწლო პერიოდში პიროტექნიკის არასწორი გამოყენება ტრაგიკული შემთხვევებითაც მთავრდება.
რუსთავში 2023 წლის დასაწყისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო 9 წლის ბავშვმა თითიც კი დაკარგა.
სწორედ ამიტომ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ესაუბრა ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმს, ირაკლი ჯანგულაშვილს, რომელიც მოსახლეობს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან და თუკი მაინც გადაწყვეტენ მის გამოყენებას, რის შედეგადაც დაზიანებას მიიღებენ, რჩევას აძლევს, რა უნდა გააკეთონ პირველივე წუთებში.
"ჩემი რეკომენდაციაა, რომ არ მოიხმარონ პიროტექნიკა. ეს მოწოდება კარგად გვხვდება სოც. სივრცეში და მეც შევუერთდები.
თუ მაინც გამოიყენებთ, წაიკითხე მოხმარების წესები და დაიცავი.
თუ არასწორი მოხმარების დროს მიიღებენ დამწვრობას, მაშინვე უნდ ამოხდეს გაციება, წყალში ჩადება დამწვარი კიდურის. ცივი წყალი ყველაზე სწრაფი მოსაძებნი და ეფექტური საშუალებაა.
ხშირად მიწევს ახალი წლების პერიოდში მორიგეობა და იყო რამდენიმე ბედნიერი წელი, როცა საერთოდ არ გვყოლია დაზიანებებით პაციენტები. თუმცა ხანდახან ისეთი სასიშელი მდგომარეობით არიან ექიმობას კი არა, ცხოვრებას შეგაძულებს ადამიანს",- აცხადებს ირაკლი ჯანგულაშვილი.