პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა.
მათგან 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. მათ შორის, ერთი ქალია.