24 დეკემბერს გვიან ღამით მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი.
შემთხვევა ბაღდათში მოხდა.
ძაღლის მპოვნელმა Facebook-ზე დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც, ძაღლი საოპერაციოდ თბილისში გადმოიყვანეს. ამბობენ, რომ ცხოველზე აშკარაა ძალადობის კვალი, რომელიც ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ასევე, სხეულზე აქვს ჭრილობები და ნატყვიარი.
მიუხედავად სამედიცინო რეაგირებისა, ძაღლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობ