ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა აღდგა.
მგზავრები მატარებელს ბათუმის რკინიგზის სადგურში ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.
რკინიგზის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურის მონაკვეთზე საკონტაქტო ქსელი ხეებმა დააზიანა, რამაც შეფერხება გამოიწვია.