საკეისრო კვეთის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

2023-12-23 20:08:14

30 წლამდე ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა მეორე დილით გარდაიცვალა. ახმეტის კლინიკაში განმარტავენ, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია გახდა.

ექიმების ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა დაავადება მოულოდნელად განვითარდა. ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავს კარგად გრძნობს ჩვილი, რომელიც მედიკოსების თქმით, უკვე სახლშია გაწერილი.

გარდაცვლილ ქალს სამი  მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობენ.

ახმეტის სამედიცინო დაწესებულებამ მშობიარის გარდაცვალების ფაქტი უკვე აცნობა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს.


წყარო: მთავარი არხი