თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ბარში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება იყო.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მეორე სართულიდან მაშველებმა ერთი ადამიანი გამოიყვანეს.
ადგილზე სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი. შემთხვევის დროს ბარი დაკეტილი იყო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი სარდაფში გაჩნდა, არავინ დაშავებულა და ამჟამად ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.